Wednesday, February 4, 2009

აფხაზეთი ჩვენი ტკივილია!

რამდენი ადამიანის იმედი გაცრუვდა და ჩაიკეტა პანდორეს ყუთში სამუდამოდ, რამდენი ლტოლვილადქცეული ბავშვი დარჩა მშობლიური მიწის გარეშე და მხოლოდ მითადქცეულ ზღაპრებში ესახებათ თავის საშობლო, რამდენი ოცნება დაიმსხვრა!..
რა ძნელია თითოეულ დევნილთან ამ თემაზე საუბარი! ღოგორ მოწიწებითაც არ უნდა მიმართო თითოეულ მათგანს, შენს თვალწინ ერთი და იგივე სურათი იშლება: შეყრილი წარბები, მკაცრი დამ წარე გამოხედვა, წარსულში ჩაძირული თვალები და ... უცებ ზეაღმართული ხელები _ არ გვინდა იმ დღეების გახსენება, ეს იყო ჯოჯოხეთი, რომელიც დღემდე ყოველ ღამე გვესიზმრება და აღარ თავდება თითქმის ყველა მათგანის პასუხი ასეთია.
სინანულით აღსავსე თვალებში მხოლოდ ერთს ამოიკითხავ: ,, კოხტა და კოპწია სოხუმი წარსულს ჩაბარდა” რა ძნელია ამ მწარე სიტყვების დაჯერება……... არა და არა… ... ქართული სისხლი და გენი არ აპირებს კუთვნილის დათმობას და გული გაჰკივის:
,,კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი”-ო
და ის ლეკვები მამა-პაპათა სისხლით გაჟღენთილ თითო გოჯ მიწას საქართველოს საზღვრებს დაუბრუნებენ და დაღუპულთა სულები იქ იზეიმობენ ერთიან, ძლიერ საქართველოში სამუდამო სამყოფელის დამკვიდრებას!
ეს დაედო საფუძვლად 75-ე საჯარო სკოლის მონაწილეობას პროექტში ,,ომის ნამდვილი სახე”
რატომ აფხაზეთი?
თუნდაც იმიტომ , რომ უძველესი დროიდან საქართველო აქედან იწყებოდა, თუნდაც იმიტომ ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III –ის ტიტული ასე იწყებოდა: ,,მეფე აფხაზთა . . . .”
თუნდაც იმიტომ, რომ დრომ ყველაფერი გადახარშა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი სკოლა ერთ-ერთი იმათგანია რომელმაც გულთბილად და გულმხურვალედ უმასპინძლა და შეითვისა დევნილი მასწავლებელი თუ მოსწავლე, თუნდაც იმიტომ რომ ყოველ დღე გვიწევს სევდიან თვალებში იმ დიდი ტკივილის ამოკითხვა, რასაც აფხაზეთი ჰქვია.
ჩვენ მაინც ვაიმედებთ: თქვენ დაბრუნდებით!

პროექტზე მომუშავე გუნდი:
1.აბრამიშვილი თორნიკე
2.აბრამიშვილი გიორგი
3.სანაია ნატო
4.გოგავა თათა
5.რუხაძე ნინო
ხელმძღვანელი: ნინო გოგოტიშვილი, სოფო ლათიბაშვილი